უკრაინის პრეზიდენტის ოფისი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს


  • რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინამ 1620 დასახლების დეოკუპაცია განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია – უკრაინის დამცველთა დღე. თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აქედან ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 75 დასახლებული პუნქტი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთით უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ამჟამად რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება.

9 ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით 1170 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 3 =

Akismet ანტისპამი