- რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინამ 1620 დასახლების დეოკუპაცია განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
„დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია – უკრაინის დამცველთა დღე. თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აქედან ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 75 დასახლებული პუნქტი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთით უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ამჟამად რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება.
9 ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით 1170 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს.