უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან სამი დასახლება გაათავისუფლეს


  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მეომრებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის ოლქში: დასახლება გათავისუფლდა. ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები დაიბრუნა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, 42-ე ცალკეული მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებების შედეგად ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა.

„ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს ტერიტორიას, მთელ ჩვენს ხალხს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 + eleven =

Akismet ანტისპამი