- უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
“რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას, რასაც არ უნდა იფიქრონ მოსკოვში. უკრაინელებისათვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება უმაღლესი ღირებულებაა. დღეს დილით რუსეთი მზაკვრულად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა გერმანიამ გააკეთა“, – განაცხადა ზელენსკიმ.