- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის: 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომს 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.