უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„დღეს, ქართული ლეგიონის ბაზაზე, დივერსიული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც უცნობი პირის მიერ შემოტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამ ინციდენტის შედეგად ჩვენი მებრძოლი დემეტრე დარჩია დაიღუპა.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.

ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას. სხვა დეტალები ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.

ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ნათესავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!