უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოვლინდა


  • საგამოძიებო სამსახურმა იანვრის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის იანვრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 27 870 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 160 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქარტველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასხჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.”-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!