უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოვლინდა


  • საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის დეკემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 6 პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 18 052 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის განმავლობაში ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 326 საქმეზე, დანაშაულში მხილებულ იქნა 308 პირი, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!