უამინდობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა


  • უამინდობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 51 საჯარო სკოლიდან სამში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდა.

როგორც “ზუგდიდელებს” ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ განუცხადა, სასწავლო პროცესი შეჩერდა სოფელ ჯუმის, სოფელ აბასთუმნის და სოფელ ოდიშის პირველ საჯარო სკოლებში.

მამუკა ბულია: “დიდთოვლობამ სოფელ ჯუმის, სოფელ აბასთუმნის და სოფელ ოდიშის პირველ საჯარო სკოლებში შექმნა პრობლემა, რადგან ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. შესაბამისად შევწყვიტეთ სწავლა ორი დღით. გაცდენილი საათები შაბათ-კვირას ანაზღაურდება. სხვა სკოლებში შეუფერხებლად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, არის ელექტროენერგია და გათბობა“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!