ზუგდიდის მუნიციპალიეტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარი. სემინარზე განხილულ იქნა საბიბლიოთეკო მუშაობის აქტუალური საკითხები.
ა) წიგნადი ფონდის სისტემატიზაციის ზოგიერთი ასპექტი; ბ) ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის წარმოება.
ამ საკითხებზე ისაუბრა მეთოდისტ-კონსულტანტმა დარეჯან გარდავამ. მასობრივი ღონისძიებებისა და საბიბლიოთეკო კვირეულის ჩატარებაზე, საკლუბო მუშაობის შესახებ ისაუბრა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგემ მადლენა დამენიამ.
სემინარის ბოლოს ჩატარდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი თეორიული კონფერენცია. სადაც, საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ იქნა თემები დავითის მეფობის პერიოდზე:
1. “დავითი და საქართველო”,- საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობა წარმოადგინა ლიზი ფარცვანიამ, ყულიშკარის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლემ. ამავე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა: მარიამ თირქიამ და ანანო მესხიამ წაიკითხეს ლექსები.
2. “კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა”-ზე თემა წარმოადგინა ანი დარასელიამ,- კახათის II საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ.
3. “საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარება”-ზე ისაუბრა ილია გამისონიამ,- ჭკადუაშის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ.
4. “დიდგორის ბრძოლა”-ზე თემა წარმოადგინა ქეთევან თორიამ,- შამგონის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ.
5. საკუთარი სოფლის ისტორიის შესახებ თემა წარმოადგინა ანი ნანეიშვილმა,- ყულიშკარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ.