აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„დღეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 2021 წლის 11 იანვრიდან 24 იანვრამდე, 59-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შედეგად შექმნილი საგანგებო პირობების გამო, ოლქისთვის ფედერალური დახმარების გაწევის განკარგულება გასცა,“ – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.