- სოციალური ქსელ ტვიტერის დამფუძნებელი ჯეკ დორსი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მხარდასაჭერად, ჯამში, 1 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს.
ეს თანხა, დორსის თქმით, მისი ქონების, დაახლოებით, 28%-ს წარმოადგენს.
BBC -ს თანახმად, დორსი, რომელიც ტვიტერის გარდა, კომპანია Square-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა, ამბობს, რომ ქველმოქმედებისთვის სწორედ ამ უკანასკნელი კომპანიის წილებს გამოიყენებს და არა – ტვიტერისას. ამას ჯეკ დორსი იმით ხსნის, რომ Square-ში ის „უფრო მეტს” ფლობს.