“ტენდერებით თანხების მიმთვისებელი ქვარაია” და “ნაცმოძრაობის აგონია”


დღეს,” ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, ანი წითლიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე, გაგრძელდა ის დაპირისპირება, რომელიც საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ქალაქ ზუგდიდში მერაბ ქვარაიასა და საკრებულოს “ნაციონალ” წევრ ანა წითლიძეს შორის დაიწყო.წითლიძე ქვარაის, მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ტენდერების საშუალებით თანხების მითვისებაში და კონკრეტული პირების ლობირებაში ადანაშაულებს. ადანაშაულებს აგრეთვე იმაში, რომ მან, მერაბ ქვარაიამ, უკვე თავმჯდომარეობიდან გადამდგარმა, ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე დახურა საკრებულოს გუშინდელი სხდომა, რამაც საშუალება არ მისცა ფრაქცია “ნაციონალებს” ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარისათვის წაეყენებინათ ბრალდება იმის შესახებ, რომ ის ტენდერების საშუალებით თანხების ითვისებდა და კონკრეტულ პირებს ლობირებდა.

ჟურნალისტებს მერაბ ქვარაიამ ანი წითლიძის განცხადებაზე ასეთი განმარტება მისცა: “მათი პოლიტიკური აგონია სრულიად გასაგებია…”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!