სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც თითქოსდა განახორციელეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, რა გზითაც, უკანონოდ შეიქმნეს 998 389 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც შემდგომ შეეცადნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარის დაბრუნებას.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, გაუქმებულ იქნა უსაფუძვლოდ შექმნილი დღგ-ს ყალბი აქტივი 998 389 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!