- 2022-2023 სასწავლო წელს უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში სწავლის გაგრძელების საშუალება ისევ ექნებათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სწავლის გაგრძელების მსურველი უკრაინელი მოსწავლეები სკოლებში კვლავ გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
უწყების ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში განათლებას 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე სწავლას უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს.