“სუფთა რეგიონი“- სამეგრელო


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ” მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” აქტიურად იღებდა მონაწილეობას “დავასუფთაოთ საქართველოს” ფარგლებში ჩატარებულ დასუფთავების აქციებში. ნომინაციაში, საქართველოს ყველაზე მეტად დასუფთავებული რეგიონი, სამეგრელოს რეგიონმა გაიმარჯვა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ევა სმედბერგთან ერთად კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებული დააჯილდოვა.
კონკურსი„სუფთა რეგიონი“ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა. გამარჯვებულების გამოვლენა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ინიციატივითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ და კავშირი მდგრადი გავნითარებისთვის „ეკოვიჟენი“ მხარდაჭერით განხორციელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!