- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28, ჰიპერპოპულაციის პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა, შესაბამისი პროცედურების შემდეგ გარემოში დააბრუნეს.
“თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.” – აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.




