სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. სპეციალისტების მიერ კონტროლდება როგორც რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), ასევე, ნიმუშების აღება ხდება სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით.

“გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებლზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა.

კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია.”-აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!