- ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს. აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ინფორმაციისთვის: ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წლიდან, ყოველწლიურად, 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს.