- შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში, კიდევ ერთი, მეთორმეტე ადამიანის ცხედარი იპოვეს დაღუპული.
ნაპოვნი, დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. შესაძლებელია მხოლოდ გარკვევა ქალია, კაცი თუ ბავშვი.
3 აგვისტოს, საქართველოში, რაჭაში, შოვში მოვარდნილმა მეწყერმა კურორტი დააზიანა, არის ადგილები, რომელიც როგორც ამბობენ ჩაიყოლა მიწის ლავამ. არის მსხვერპლი. ნაპოვნია 12 მიცვალებულის ცხედარი. ეძებენ ათეულობით ადამიანს. ადგილზე მობილიზებულ სამაშველო ჯგუფთან და ადგილობრივებთან ერთად, გაწმენდით სამუშაოებში, ჯარის დასავლეთის ზონის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
ფოტო: მედიაკადრის დეტალი (სრული ფოტო არ ქვეყნდება შეგნებულად).