- თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ მსოფლიო საპატრიარქოს გენერალურ მდივანთან და ქართული სამრევლოს წინამძღვართან ერთად, მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსის კურთხევით, საზეიმო ვითარებაში გახსნეს სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლა.
საელჩოს ინფორმაციით, მოსწავლეებს “საკვირაო სკოლების მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში შეძენილი სახელმძღვანელოები გადასცეს. მანამდე, შეიძინეს სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარიც.