- ბედნიერების ფონდის (აღმასრულებელი დირექტორი ივეტა წითაშვილი) ინიციატვით, რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის პროგრამაში (დანართი 1.2.1. მუხლი 3. გ და ვ პუნქტები, და მუხლი 3 -ს 6 კომპონენტი ა, ბ და ე პუნქტები) შევიდა ცვლილებები.
გამარტივდა ელექტრო ეტლის ხელახლა მიღების პროცედურა და უკვე მხოლოდ განცხადები საფუზველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობისა და სტატუსის დამდასტურებელი მოწმობის ასლები, შესაძლებელია ელექტრო ეტლის ხელახლა მიღება, სხვა ყოველგვარი დოკუმენტაციის/ფორმების ხელახალი მოგროვებისა და წარგენის გარეშე.
ნოზოლოგიებში დაემატა მიოპათიები და კუნთების სისუსტის გამომწვევი სხვა დაავადებები. ასევე, მუხლი 3 -ის ვ პუნქტში ორი კიდურების (ან მეტი) მსხვილი სახსრების ანკილოზი ან მკვეთრი კოტაქტურა დაემატა სამიზნე ჯგუფს.
ცვლილებების მიღწევა შესაძლებელი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების (27 დაინტერესებული ორგანიზაცია და პირი), საქართველოს პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას. პარლამენტის წამყვანი სპეციალისტის ნიკოლოზ ვარნაზიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის სიმონ პეტრიდისის მხარდაჭერითა და საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.