ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია (კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია) დღეს სტიქიით შედეგად დაზარალებულ ოჯახებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას. კომისია გაეცნო სოფლების ცაიშის, ორსანტიის, განმუხურის, კოკის, ყულიშკარის დაზარალებულ ოჯახებში შექმნილ ვითარებას. მოხდა წვიმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება და აღრიცხვა. კომისიის წევრებმა დაზარალებულებს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დახმარების გაწევა აღუთქვეს.