- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის რეაბიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 150 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა კორპუსის ორივე სართულის სრული რეაბილიტაცია. ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ადაპტირებული სველი წერტილები, სრულად შეიცვალა ელექტრობა, მოეწყობა ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანი.