- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია.
ოდიშის საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 1 227 700 ლარს შეადგენს.