- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა. იგი სასწრაფო- სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. “სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია საოპერაციო ბლოკში. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება”,-განაცხადა ორჟონიამ.