სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


  • 20 ივნისს სომხეთში ქვეყნის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები იმართება. მასში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 25 პოლიტიკური ძალა – 21 პარტია და 4 ბლოკი.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა. 2008 საარჩევნო უბნიდან 479 ერევანშია განთავსებული, 1529 – რაიონებში.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2 მილიონ 578 ათას ადამიანს, მათ შორის 855 ათასზე მეტს დედაქალაქში. 363 ადამიანს არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. ესენი არიან დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პირველი იყო, ვინც არჩევანი გააკეთა. მას ჟურნალისტებთან საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ არ უსაუბრია.

წინა დღით მან მოსახლეობას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანი იქნება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!