- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” მუზეუმების განყოფილება 19 მაისს, 17. 00 საათზე, სოფ. ურთაში, სოლომონ ცაიშვილის სახლ-მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის დღეებთან დაკავშირებით, გამართავს პოეზიის საღამოს – “კოლხური სულის აპოგეა”.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: რაულ ჩილაჩავა, კოტე ნაჭყებია, ლაშა გვასალია, შოთა წურწუმია, ჭაბუკი ქოიავა, გიორგი გულუა და გიორგი ლემონჯავა.
საღამოს წარუძღვება მუზეუმების განყოფილების უფროსი, პოეტი გია ჯიჭონაია.
16 00 საათზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან (მუსიკალური სკოლის წინ) მსურველებს უფასოდ მოემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.