- დღეს, ვისოლ ჯგუფმა, ზუგდიდში “სმარტის” მეორე სუპერმარკეტი გახსნა აღმაშენებლის ქუჩაზე #89-ში.
სუპერმარკეტის გახსნას მომხმარებლებთან ერთად დაესწრო ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია.
ზუგდიდში პირველი სუპერმარკეტი “სმარტი” რუსთაველის ქუჩაზე 2012 წელს გაიხსნა.
ახალგახსნილი “სმარტის” გარდა ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე, უმაღლესი ხარისხის ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის მიღებასთან ერთად მომხმარებელს სხვა საავტომობილო სერვისების მიღების შესაძლებლობაც აქვს.
დღესდღეობით, “სმარტის” უკვე 15 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მთელი საქართველოს მასშტაბით. “სმარტის” ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფეც ელის, სადაც “სმარტის” წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა “ტრუჩილოსთან” ერთად სულ სხვა გემო აქვს.
მომავალი სამი წლის მანძილზე “ვისოლის” ქსელს “სმარტის” 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად “სმარტის” ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.
R