- დილიდან, ზვიად გამსახურდიას ბიბლიოთეკის შენობასთან, დადიანების სასახლის ტერიტორიის შესასვლელთან, შეიკრიბა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ერთი ნაწილი.
შემდეგ ისინი შეძახილებით და პლაკატებით გაემართნენ ქალაქის ცენტრისკენ, – პირველი საჯარო სკოლისკენ, სადაც მათ, სკოლის ეზოში, ასევე პლაკატებით დახვდნენ ამ სკოლის მოსწავლეები. ისინი თანატოლების ჯგუფს შეხვდნენ შეძახილებით.
საპტოტესტო აქციის მონაწილე მოსწავლეები, მსვლელობით, ისევ გაემართნენ ქალაქის ცენტრისკენ, გზა და გზა, მოსახლეობას მოუწოდებდნენ შემოერთდებოდნენ მათ კოლონას და იქვე აანონსებდნენ, რომ აქცია განახლდება საღამოს 5 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გუბერნიის წინ.
საპროტესტო აქციაზე, პოლიცია იყო მობილიზირებული.