- დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო სკოლიდან, 50 საჯარო და 6 კერძო სკოლაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი დღეს არ დაწყებულა სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ახალაბასთუნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყება.