,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს“ ხათუნა თოლორაია უხელმძღვანელებს


ა.ა.იპ ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია,–ხათუნა თოლორაია “ზუგდიდელებთან” ადასტურებს, რომ ის დანიშნულია ცენტრის დირექტორად და უკვე შეუდგა მუშაობას.

ხათუნა თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე, მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში მუშაობდა. ჩვენთან საუბარში, ის ამბობს, რომ ჯერ ვერ იტყვის, თუ როგორ დაკომპლექტდება გაერთიანებული ცენტრი, ვერც იმას ამბობს, თუ რა თანამდებობებზე მოიაზრებიან ყოფილი ცენტრების ყოფილი დირექტორები: ციცანა თოლორაია და ელისო ყალიჩავა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონსულტაცია ქალაქის მერთან გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

ხათუნა თოლორაია დაბადებულია 1977  წელს, პროფესიით ექიმია, 2009 წლიდან მუშაობს სკოლამდელი აღზრდის სფეროში. 2013 წლიდან არის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მეთოდისტი,  2014 წლიდან კი, მთავარი მეთოდისტი.

ხათუნა თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას დაა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!