სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტებმა ტრენინგი “ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში” გაიარეს


  • სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტებმა ტრენინგი “ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში” გაიარეს.

ტრენინგს, რომელიც ექვსი სესიისგან შედგებოდა, სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, ხათუნა დოლიძე უძღვებოდა.

სესიებზე, სხვა მნიშვნელოვან თემატიკასთან ერთად, დეტალურად იქნა განხილული სახელმძღვანელოში შესული თემები: რეფლექსური წერა, აზროვნება, კურიკულუმის არსი და მოდელები, აღმზრდელის განვითრების დონეები, საბავშვო ბაღში ფიზიკური და სოციალური გარემოს მნიშვნელობა, პროექტით სწავლების მეთოდები, საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღმზრდელებს გაუზიარებენ.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: “განათლების სამინისტროს ეგიდით გამოშვებული სახელმძღვანელო “ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში” საბავშვო ბაღებში უკვე დარიგდა. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უფრო ეფექტური წარმართვის მიზნით, ჩვენმა მეთოდისტებმა, აღნშნული ტრენინგით, უფრო მეტად აიმაღლეს ცოდნა. ძალიან სასარგებლო, პროდუქტიული ტრენინგი იყო და ვფიქრობ, საბავშვო ბაღების აღმზრდელებსაც შევუწყობთ ხელს ცოდნის გაღრმავებაში”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!