სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ ბაღებში აღსაზრდელებს სკოლაში აცილებენ


  • ზუგდიდის №12-ე საბავშვო ბაღში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია, ცენტრის წარმომადგენლები, აღსაზრდელთა მშობლები და მოწვეული სტუმრები გამოსაშვებ საზეიმო აქტივობას ესწრებოდნენ.

პატარებმა, აღმზრდელებთან ერთად, განსაკუთრებული, სანახაობრივი და ემოციური აქტივობა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “წელს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღები ათასზე მეტ აღზრდილს დაულოცავს გზას სკოლისაკენ. მნიშვნელოვანი, საზეიმო დღეები, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ბაღებში. ვულოცავთ ჩვენ აღზრდილებს ამ სასიხარულო დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ, საინტერესო გზაზე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 17 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!