- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში, ცენტრის დირექტორის, ხათუნა თოლორაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა სხდომა.
სხდომის დღის წესრიგით განხილულ იქნა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მისიის, ხედვა-ღირებულებების, სტრატეგიული 2024-2028 წლების, 2024 წლის (სამოქმედო) გეგმების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხი.
სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის (#1) თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:
- ჩართულობის გაზრდის მიზნით, მისიის სამუშაო ვერსია გასაჯაროვდეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ვებგვერდზე zugdidikids.ge და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ყველა განყოფილებასთან, აგრეთვე, საბავშვო ბაღებთან და თემის წარმომადგენლებთან გაგრძელდეს დოკუმენტზე მუშაობა ხედვა/ ღირებულებების ჩამოყალიბება-შემუშავებასთან ერთად.
- მეტი ინტენსიურობით გაგრძელდეს მუშაობა სტრატეგიული და 2024 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და დასრულდეს 2024 წლის 1 ნოემბრისათვის. ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართოს 15 ოქტომბერს.
“სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მისიის განმარტების ფორმულირებაში და თქვენი წინადადებები მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე მოგვწეროთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათ მართვის ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: zug.bagebi@gmail.com”-აღნიშნულია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციაში.