- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტები ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან, მუშაობას, ფარული კენჭისყრის შედეგად შერჩეულ ბაღებში განაგრძობენ.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის მეთოდისტები, ახალი სტანდარტებითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებულ სამოცდასამივე საბავშვო ბაღში, წინა წლების მსგავსად, აქტიურად ითანამშრომლებენ ბაღის ადმინისტრაციასთან და აღმზრდელებთან ერთად იზრუნებენ აღსაზრდელებისათვის ღირსეული, თითოეული ბავშვის საჭიროებას მორგებული გარემოს შესაქმნელად.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “ჩვენი ცენტრის მეთოდისტებს საშუალება და შესაძლებლობა აქვთ, ყოველ წელს, სხვადასხვა საბავშვო ბაღის პედაგოგებთან ერთად, თანამედროვე მიდგომები დანერგონ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. ეს საინტერესო და საპასუხისმგებლო პროცესია. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს”.