სიწმინდე დარჩება ზუგდიდში


დღეს, 7 სექტემბერს, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მრევლს მიმართა და პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილება გააცნო ღვთისმშობლის კვართის ხობში ერთი დღით გადაბრძანებასთან დაკავშირებით: მე მინდა ჩვენი ეპარქიის სახელით, თქვენი სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელმაც ბრძანა ეს სიწმინდე დარჩება ზუგდიდში და სანამ ტაძარი არ არის დამთავრებული, დარჩება მუზეუმში.
6 სექტემბერს ზუგდიდში, ღმრთისმშობლის საფარველის 21 სექტემბერს, ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცალსახად გამოიკვეთა, რომ ზუგდიდელები არ დაუსვებდნენ საფარველის თუნდაც ერთი დღით ქალაქიდან გაბრძანების ფაქტს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!