დღეს, 7 სექტემბერს, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მრევლს მიმართა და პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილება გააცნო ღვთისმშობლის კვართის ხობში ერთი დღით გადაბრძანებასთან დაკავშირებით: მე მინდა ჩვენი ეპარქიის სახელით, თქვენი სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელმაც ბრძანა ეს სიწმინდე დარჩება ზუგდიდში და სანამ ტაძარი არ არის დამთავრებული, დარჩება მუზეუმში.
6 სექტემბერს ზუგდიდში, ღმრთისმშობლის საფარველის 21 სექტემბერს, ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცალსახად გამოიკვეთა, რომ ზუგდიდელები არ დაუსვებდნენ საფარველის თუნდაც ერთი დღით ქალაქიდან გაბრძანების ფაქტს.