- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში გაიმართა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის კლარა ფაჩუაშვილის მეორე წიგნის “სიტყვა მარად ცოცხლობს” წარდგინება.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა წიგნის ავტორი. მან ისაუბრა, წიგნის შექმნის ისტორიაზე. ღონისძიებას უძღვებოდა, წიგნის რედაქტორი მარინა დამენია. მან “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ წიგნზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდნენ. “წიგნი ეხება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. წიგნი დაყოფილია ეტაპობრივად.”-გვითხრა დამენიამ.
ავტორს მიესალმნენ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია.