დასავლეთ საქართველოში 20-23 აგვისტოს სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ. როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განაცხადა, ხვალ, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით.
ზუგდიდში სინოპტიკოსები წვიმას ხვალ, დღის ბოლოს პროგნოზირებენ. პერიოდული, ხანმოკლე წვიმების შედეგად დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში – 35 გრადუსი, თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა – 35 გრადუსი იქნება.