ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რუხის ადმინისტრაციული ერთეულის „თავისუფალ ზონაში’’ გზის, სკვერის, ავტოსადგომის, სადრენაჟე სისტემის, წყალკანალიზაციის, გამწმენდი ნაგებობების და საზოგადოებრივი რიტირატის მოწყობის პროექტს ერთხმად მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CywGDS6HCac[/embedyt]საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას ინფორმაციით, პროექტის ღირებულება მთლიანად შეადგენს 370 ათას ლარს. „ეს იქნება გათვლილი იმ ადამიანებისთვის, ვინც თავისუფალ ზონაში იქნებიან დასაქმებულები. ეს არა მარტო რუხისთვისა არის გათვლილი, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის”.-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.