სექტემბერში სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სექტემბერში, ქვეყნის მაშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 54 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 445,414 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 203,116 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 242,298 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

„ტყითსარგებლობის წესის დარღვევის ფაქტებიდან, 18 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 – ქვემო ქართლის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 6 – შიდა ქართლის, 5 – სამცხე-ჯავახეთის, 9 – იმერეთის, 3 – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!