სექტემბერში დაიწყება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია


დღეს, ქვეპროექტის „ზუგდიდის ბოტანიუკური ბაღის რეაბილიტაცია“-ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების, საჯარო განხილვა გაიმართა. ქვეპროექტი მოიცავს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციულ შენობას, მებაღის სახლს, სათბურს, საჯინიბოს, ჯვარედინ სასახლეს, სანერგე და დამხმარე ნაგებობეს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა საზოგადოებრივი ტუალეტები, სალარო და დაცვის ჯიხურები. პროექტში გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა. შეხვედრაზე, გარემოს დაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტმა ქეთევან პაპაშვილმა, წარმოადგინა ბაღის გენერალური გეგმა. მისი თქმით, ბაღში ძველი შენობები, რომლებიც უფუნქციოდ არის დარჩენილი და არავითარი ისტორიული ღირებულება არ გააჩნია, დემონტაჟს დაექვემდებარება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qh_3XKt22Co[/embedyt]

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ 2019 წლის დასაწყისში რეაბილიტირებული ბაღი ექნებათ ზუგდიდელებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=r–J59V0Ip0[/embedyt]

ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება სექტემბრის თვეში და მისი საერთო ღირებულება შეადგენს ათ მილიონს. ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ, ფასიანი იქნება და შემოსული თანხები ბაღის მოვლა-პატრონობას მოხმარდება.

ქვეპროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!