- სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია შემდეგი ღონისძიებები:
ცივი შესხურებით დამუშავებულია 101 909,25 ჰა სიმინდის მასივი, ტყისა და სოფლის პერიმეტრი და ჯაგნარი;
თერმული ნისლით – 339 860 ჰა ტერიტორია;
განთავსებულია 8008 ცალი „მონიტორინგის ხაფანგი“ და 207 945 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური”.
ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.