სეს-დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება


  • დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, სპეციალისტები წამლობას სპეციალიზებული ტექნიკით ახორციელებენ და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება.

“ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლა მექანიკური მეთოდების გამოყენებით.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.მოვუწოდებთ მოსახლეობას, სახლის პირობებში მავნებელს წინააღმდეგ მექანიკური მეთოდები გამოყენონ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!