სეს-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 546 “მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურია დამონტაჟებული


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად გრძელდება. შემოდგომის დადგომასთან ერთად, მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს. ასეთ დროს, განსაკუთრებით ეფექტიანია ბრძოლის მექანიკური მეთოდები.

თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას მეთხილე ფერმერებისთვის ფერომონების კომპლექტები გადასცა. ფერომონების კომპლექტები ეგრეთ წოდებული „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დასამზადებლად გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები აქტიურად გამოიყენოს. განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის შემცირებულ რიცხოვნობას და როგორც თხილის, ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენილ მოსავალს.

მიმდინარე წელს, დასავლეთ საქართველოში უკვე განთავსებულია 91 600 ცალი ფერომონიანი დამჭერი, მათ შორის, 83 546 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!