სეზონის ხილი – მუშმალა, რატომ არის აუცილებელი მისი მიღება დიეტის დროს და რა საუცხოო თვისებები გააჩნია


  • მუშმალას მეორენაირად იაპონურ ზღმარტლსაც უწოდებენ. მისი დამწიფების პერიოდი მაისიდან ივნისის ჩათვლითაა. გარდა იმისა, რომ A და B ვიტამინებითაა გამდიდრებული, C ვიტამინის შემცველობით ფორთოხალსაც კი არ ჩამორჩება.

ქალბატონების უმეტესობას ის ძალიან უყვარს, რადგან მისი მირთმევა დიეტის დროსაცაა რეკომენდებული.

როგორც ცნობილია, მუშმალა შიმშილის გრძნობას გარკვეულწილად აქრობს, რაც დიეტის დაცვის დროს ძალიან დიდი შეღავათია.
მისი ნაყოფი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასაც უწყობს ხელს და თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საუცხოო ხილი შაქრიანი დიაბეტის წარმოქმნასაც უშლის ხელს და არტერიულ წნევას აწესრიგებს.

არაერთი დადებითი ფუნქცია გააჩნია. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მხედველობის გაუმჯობესებაა.
იცოდით, რომ მისი დაფქული კურკებისგან იაპონელები ყავის შემცვლელს ამზადებენ, რომელიც ნატურალურ ყავას ძალიან წააგავს?
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მიუხედავად დადებითი ასპექტებისა, ზოგჯერ მას უკუჩვენებაც გააჩნია.

მისი მიღება რეკომენდებული არაა წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს. აგრეთვე საგულისხმოა ისიც, რომ თუ თქვენი შვილი ალერგიულია, დღეში მხოლოდ ერთი ცალი მუშმალა მიიღოს. ამ გზით თავს დაიზღვევთ არასასურველი შედეგებისგან, რაც ალერგიული ადამიანის მხრიდან მის დიდი რაოდენობით მიღებას შეიძლება მოჰყვეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!