დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თვითმმართველობის მიღწეულ რეფორმებზე, შედეგებზე, მოლოდინებზე, არჩევითობაზე, ოპტიმიზაციაზე და განვითარების შესაძლებლობებზე. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ ისაუბრა თვითმმართველობის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მის შედეგებზე.
მისი განმარტებით, ქალაქების სტატუსის გაუქმება გამოიწვევს განვითარების პროცესის შეფერხებას. მისი თქმით, სამწლიან პერიოდში, რომელიც დაკვირვების საშუალებას იძლევა, გვაიმედებს, პოზიციის სიმყარეში. „ქალაქებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი თვითმმართველობა, რადგან, მათი პრიორიტეტები, ბიუჯეტი, ხელისუფლებას სჭირდება მათ იმისთვის, რომ საკუთარი პრიორიტეტული პრობლემები გადაჭრას, ხოლო, სოფელს აქვს განსხვავებული პრორიტეტები, მათ სჭირდებათ ხელისუფლება და ბიუჯეტი იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტონ, ამიტომ პრინციპული გამიჯვნა, საქალაქო და სასაოფლო თვითმმართველობების მნიშვნელოვნად იწვევს განვითარებას’’- ამბობს კიღურაძე. ის ამბობს, რომ ქალაქების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებითაც.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9ERqBAt9A8Y[/embedyt]
„ენმ’’პოლიტიკური საბჭოს წევრი და რეგიონალური სამსახურის უფროსი გიორგი ბოტკოველი ამბობს, 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე „ ქართული ოცნების’’ მთავარი განაცხადი იყო პირდაპირი სისტემის არჩევა, რომელიც რეალურ თვითმმართველობას შექმნიდა ქვეყანაში. მისი აზრით, „თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე არ უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, მაღალი თანამდებობის პირების მაღალი პრემიების და დანამატების შეზღუდვის დახმარებით უნდა მოხდეს თვითმმართველი ქალაქების შენარჩუნება’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ibVWvvrROWo[/embedyt]
ადგილობრივი თვიმმართველობის რეფორმის პროცესში მოქალაქეების აუცილებელ ჩართულობაზე ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ. კითხვაზე, რა მისცა სამი წლის ქალაქობამ ზუგდიდს და რას წაართმევს სატატუსის დაკარგვა, თოდუა განმარტავს, „ის რომ პირდაპირი წესით ვირჩევთ გამგებელს და მერს, ბიუჯეტიც ფაქტიურად გაორმაგდა, ჩართულობის მექანიზმებთან დაკავშირებით აუცილებელია დაინერგოს გარკვეული სახის სიახლეები, ის რაც გვაქვს საკმარისი არ არის“. – განაცხადა თოდუამ.
რეაბილიტაციისა და განვითარების საქვლომოქმედო ცენტრ „თანაზიარის’’ თავმჯდომარეს ხათუნა ბეჭვაიას მიაჩნია, რომ ზუგდიდს აუცილებლად უნდა დარჩეს ქალაქის სტატუსი. „მოქალაქეებს გვეთქმის ჩვენი სათქმელი, გარდა ზუგდიდისა, სხვა, ქალაქებსაც დარჩეთ ქალაქის სტატუსი, რატომაც არა’’.
საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა დაუშვებლად მიიჩნევს თვიმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევას. „მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქალაქების რაოდენობა უფრო მეტად გაიზარდოს, რათა მოქალაქეთა ჩართულობა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი’’.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა ამბობს, „რაც უფრო მეტი თვითთმმართველი ერთეული გვექნება, მით უფრო ახლოს არის თვითმმართველობა მოსახლეობასთან. სერვისების მიწოდება მარტივია და მეტ სარგებელს ღებულობს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან’’. -აღნიშნა თოდუამ
შეხვედრაზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, მაგრამ მან მოულოდნელად დატოვა შეხვედრა. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, მერს საქმიან შეხვედრაზე მოუწია გასვლა.