“სახლი” ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი იქნება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 220 კვადრატი ფართი, ორი წლის ვადით, გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაცია „სახლს“, რომელიც მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას ინფორმაციით, „ფაქტიურად, იქნება  რეაბილიტაციის ცენტრი, დროებით იცხოვრებენ ის ადამიანები, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან“. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრებმა ერთხმად უყარეს კენჭი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!