სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ხანძრისას დაღუპულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს


  • სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ეხმაურება ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, ხანძრის შედეგად ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს და განცხადებას ავრცელებს.

“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ზუგდიდში ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვანების გარდაცვალების გამო.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის 1 აპრილიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი კანონით განსაზღვრულ ვადებში პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.

ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით. არასრულწლოვნები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.”-ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, გვიან ღამით, ბუკიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპები ემსხვერპლნენ. ხანძრის დროს ბინაში მყოფი უფროსი და-ძმის გადარჩენა მოხერხდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!